თქვენს ანგარიშზე შესასვლელად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

კინო აკადემია

2021/03/27

ქუჩის პერფორმანსი გორში

 23 მარტს, გორის საჯარო სივრცეებში, სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებით გაიმართა თეატრალური პერფორმანსები შემდეგ თემატიკაზე: ,,არა ძალადობას,, ,, გენდერული თანასწორობა,, და ,,ქალური სოლიდარობა,,. ღონისძიება გაიმართა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივი ასევე რეგიონში და კომფლიკტის ზონაში მცხოვრები ახალგაზრდები. საზოგადოებისათვის ამ ფორმით მესიჯების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანი და თვალში მოსახვედრი აღმოჩნდა. წარმოდგენის დროს შეიკრიბა მოსახლეობა, რომლებიც ტელეფონებით იღებდნენ წარმოდგენებს რაც მათ ინტერესს გულისხმობს. აქტივობა ასევე გადაღებულია კინო სპექტაკლის სახით, რომელიც გახდება საერთაშორისო ფესტივალის ,, ხელოვნება საზღვრების გარეშე,,-ს ნაწილი. ასევე გაზიარდა სოციალური ქსელის საშუალებით, რასაც მოყვა უამრავი მოწონება და გაზიარება. პროექტი ხორციელდება კინოაკადემია smart future-ს დახმარებით.

აქტივობა დაიგეგმა პროგრამა „ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ PITA-ს ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი".







No comments:

Post a Comment